Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ერაყელი სამხედრო მაღალჩინოსანი დაიღუპა რამადიში მომხდარ თავდასხმაში


ერაყის ორი მაღალი რანგის სამხედრო პორი დაიღუპა ანბარის პროვინციის დედაქალაქ რამადიში, დანაღმული ავტომობილით განხორცილებული თავდასხმის შედეგად, რომელზეც პასუხსიმგებლობა არავის აუღია. ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, იერიშს შეეწირნენ ანბარის პროვინციის ოპერატიული სარდლობის მეთაურის მოადგილე, გენერალ მაიორი აბდელ რაჰმან აბუ რაყიფი და მე-10 დივიზიის მეთაური, ბრიგადის გენერალი საფინ აბდელ მაჯიდი. ანბარის პროვინციაში ერაყის სამთავრობო ძალები ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აწარმოებენ ბრძოლას. ექსტრემისტები ჩრდილოეთ ერაყის მნიშვნელოვან ტერიტორიას აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG