Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ალ ჯაზირას“ ჟურნალისტებს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯათ


ეგვიპტის სასამართლომ სამ-სამი წლით პატიმრობა შეუფარდა ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ინგლისურენოვანი რედაქციის სამ ჟურნალისტს. ხანგრძლივ სასამართლო პროცესს მკაცრად აკრიტიკებდნენ საერთაშორისო უფლებათადამცველი და ჟურნალისტთა თავისუფლებების დამცველი ორგანიზაციები. კანადელი მოჰამედ ფაჰმი, ავსტრალიელი პეტერ გრეტსე და ეგვიპტელი პროდიუსერი ბაჰერ მოჰამედი 2013 წლის დეკემბერში დააკავეს, როდესაც ისინი დოჰაში მდებარე ტელეარხში მუშაობდნენ. მათ პროკურატურამ ბრალი წაუყენა ყოფილი მმართველი პარტია „მუსლიმთა საძმოს“ წევრობაში, რომელსაც ეგვიპტის ხელისუფლებამ ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მისცა. გრეტსეს დეპორტაცია ეგვიპტემ თებერვალში განახორციელა. ფაჰმი და მოჰამედი კი მოგვიანებით თავდებით გაანთავისუფლეს.

XS
SM
MD
LG