Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში ორი დღით იკეტება ადმინისტრაციული საზღვარი


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმოსვლა ორი დღით იზღუდება. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უსაფრთხოების კომიტეტის თანახმად, 31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელი პუნქტები დაიკეტება მიმომსვლელთათვის. დე ფაქტო რეჟიმის ცნობით, აღნიშნული შეზღუდვები სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდება. უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ გამშვებ პუნქტებზე სოფელ მოსაბრუნში, სინაგურსა და პერევში 25 და 26 აგვისტოსაც მოხდა ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის გამო.

XS
SM
MD
LG