Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხადიჯა ისმაილოვას შვიდ-ნახევარი წლით პატიმრობა მიესაჯა


რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, ბაქოს სასამართლომ გამომძიებელი ჟურნალისტი, ხადიჯა ისმაილოვა დამნაშავედ ცნო და მას სხვადასხვა დანაშაულის გამო შვიდ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჟურნალისტი დამნაშავედ ცნეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და გადასახადების დამალვის ნაწილში. სასამართლომ ისმაილოვა გაამართლა თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებისაგან. ისმაილოვამ, რომელიც აცხადებს, რომ მისთვის წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული, სასამართლოს ბრალი დასდო ბრალდებების შეთითხვნაში, მისი ციხეში გაშვების და მთავრობის მაღალ ეშელონებში კორუფციის გამოძიების შესახებ საქმიანობის შეწყვეტის მიზნით. „მე შეიძლება ციხეში ვიყო, მაგრამ ჩემი საქმე გაგრძელდებაო“ - თქვა ისმაილოვამ იმ ტექსტის თანახმად, რომელიც მას წინასწარ ჰქონდა მომზადებული და რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.

XS
SM
MD
LG