Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმმა დროებითი შეზღუდვები დააწესა საკონტროლო-გამშვებ პუნქტ "ენგურზე"


აფხაზეთის თვითაღიარებულმა რესპუბლიკამ საკონტროლო გამშვებ პუნქტ "ენგურზე" დროებითი შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ "აფსნი.რუ" დეფაქტო საგარეო უწყებაზე დაყრდნობით იუწყება, წერს ინტერპრესნიუსი. მათივე ცნობით, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. დეფაქტო უწყების განმარტებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვედრა "უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საკონტროლო გამშვებ პუნქტ "ფსოუდან" (ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი) შეეძლებათ. ამასთან, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეზღუდვები არ შეეხებათ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG