Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმომადგენელთა პალატა მომავალ კვირაში უყრის კენჭს ირანთან ბირთვულ შეთანხმებას


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მომავალ კვირაში უყრის კენჭს ინიციატივას, რომელიც ეწინააღმდეგება ირანთან ბირთვულ შეთანხმებას - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, კევინ მაკკარტიმ 2 სექტემბერს. უმცირესობის ლიდერის, ნენსი პელოსის განცხადებით, დებატები ამ საკითხზე 9 სექტემბერს დაიწყება, კენჭისყრა კი 11 სექტემბერს გაიმართება. ამ საკითხზე დებატები სენატშიც უნდა დაიწყოს 8 სექტემბრიდან. მაკკარტის ვარაუდით, წარმომადგენელთა პალატა, რომელშიც დომინანტურ ძალას რესპუბლიკელები წარმოადგენენ, სავარაუდოდ უარყოფს ირანთან შეთანხმებას. მას ეწინააღმდეგება ფაქტობრივად ყველა რესპუბლიკელი და სულ მცირე 14-მა დემოკრატმაც განაცხადა, რომ შეთანხმებას არ ეთანხმება. თუმცა პელოსი დარწმუნებულია, რომ საბოლოო ანგარიშით დემოკრატები შეძლებენ შეთანხმების გადარჩენას საკმარისი ხმების მოპოვებით საიმისოდ, რომ ძალაში დარჩეს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ვეტო, რომელსაც ის დაადებს რესპუბლიკელების მიერ შემუშავებულ წინააღმდეგობის რეზოლუციას.

XS
SM
MD
LG