Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამასთან საუბარში პუტინმა ექსტრემიზმის წინააღმდეგ კოალიციაზე იმსჯელა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა მოწოდებით, რათა შეიქმნას „საერთაშორისო კოალიცია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ“. რუსეთის ლიდერის თქმით, აღნიშნული ინიციატივა მან აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან საუბარში განიხილა. 4 სექტემბერს აღმოსავლეთ რუსეთში მდებარე ქალაქ ვლადივოსტოკში ჟურნალისტებთან საუბრის დროს პუტინმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო კოალიციის იდეა მან იორდანიის, თურქეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერებსაც გააცნო. პუტინმა „ნაჩქარევი“ უწოდა საუბარს, თითქოს რუსეთი უკვე ღებულობდეს მონაწილეობას „ისლამური სახელმწიფოს“ წინაააღმდეგ ოპერაციაში. თუმცა, დასძინა, რომ რუსეთმა სერიოზული შეიარაღება და ტექნიკა მიაწოდა სირიის მთავრობას და ეხმარება ჯარისკაცების გაწვრთნაში. თეთრი სახლი აცხადებს, რომ იგი გულდასმით სწავლობს ინფორმაცის რუსეთის მიერ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის თაობაზე, რაც, ვაშინგტონის აზრით, შესაძლოა, „მადესტაბილიზებელი და კონტრპროდუქტიული“ იყოს.

XS
SM
MD
LG