Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათი კაცი დაიღუპა ტაჯიკეთის დედაქალაქში მომხდარი თავდასხმების შედეგად


ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში ათი კაცი დაიღუპა მომხდარი ორი სხვადასხვა თავდასხმის შედეგად. პირველი თავდასხმა 4 სექტემბერს დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს მოხდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი და ერთი საგზაო ინსპექტორი შეეწირა. ერთი საათით ადრე შეიარღებული ჯგუფი თავს დაესხა ქალა ვაჰადში მდებარე პოლიციის საგუშაგოს, სადაც პოლიციის ოთხი თანამშრომელი დაიღუპა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თავდასხმის უკან დგას ვინმე ზიოვდინ აბდულაევი, რომელიც, როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, შეტაკებებში მოკლეს. პოლიციის თქმით ამ ორ თავდასხმას შორის არ არსებობს პირდაპირი კავშირი.

XS
SM
MD
LG