Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერიმ შეშფოთება გამოთქვა სირიაში რუსეთის ჯარების მოსალოდნელი შეყვანის თაობაზე ინფორმაციის გამო


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარში შეშფოთება გამოთქვა გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, რომ რუსეთი სირიაში სამხედრო ძალების შეყვანას გეგმავს. კერის თქმით, თუკი ეს ინფორმაცია სიმართლეს შეეფერება, ეს ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაციას გამოიწვევს, გაზრდის ლტოლვილთა ნაკადს და შექმნის დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოქმედ კოალიციასთან კონფრონტაციის საფრთხეს. კერი და ლავროვი შეთანხმდნენ, რომ სირიის შესახებ დისკუსია მოგვიანებით გაგრძელდება ნიუ-იორკში.

XS
SM
MD
LG