Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის თქმით, მსოფლიომ მეტი უნდა გააკეთოს ლტოლვილებისთვის


ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის თქმით, მსოფლოს, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნების, „ჰუმანიტარული და ისტორიული ვალია“, მეტი გააკეთოს მათ საზღვრებთან მისული მიგრანტების დასახმარებლად. „ჩვენ გვიხარია, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა დადებით ზომებს მიმართავს ლტოლვილების გადასარჩენად და იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან ამ ტენდენციას“, ნათქვამია როჰანის განცხადებაში, რომელიც კვირას გამოქვეყნდა მის ვებსაიტზე. უნგრეთის ელჩთან თეირანში შეხვედრისას როჰანიმ ასევე თქვა, რომ ირანმა მეტი მიგრანტი შეიფარა მეზობელი ქვეყნებიდან, ვიდრე რეგიონის ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ. უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ არ სურს მუსლიმი მიგრანტების მიღება და რომ ევროპა დაკარგავს თავის ქრისტიანულ იდენტობას.

XS
SM
MD
LG