Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტეფან ფიულე: მიგრაციის კრიზისი საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციაზე არ იმოქმედებს


გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ყოფილი კომისარი შტეფან ფიულე იმედოვნებს, რომ მიგრაციის კრიზისი ევროკავშირში საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის მინიჭებაზე არ იმოქმედებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა სასტუმრო "თბილისი რუმსში", სადაც მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში". ფიულეს თქმით, ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით საქართველოს პროგრესი დამოკიდებული იქნება ქვეყნის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საშინაო დავალების შესრულებაზე: "მიგრაციის კრიზისი არის დიდი გამოწვევა. დიდი იმედი მაქვს, მიგრაციის კრიზისი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ტელევიზორში, არ იქონიებს გავლენას იმ შესანიშნავ სამუშაოზე, რომელიც საქართველომ ჩაატარა და საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურებენ", - უთხრა შტეფან ფიულემ ჟურნალისტებს.

XS
SM
MD
LG