Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდალი ბენ ჰოჯესი თბილისში შეხვდა თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს


ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი დღეს თბილისში შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა აშშ-ისა და საქართველოს სამხედრო ძალების თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივ სასწავლო წვრთნებში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის კიდევ უფრო გაფართოებაზე იმსჯელეს. გენერალი ჰოჯესი და ევროპული სარდლობა უშუალოდაა პასუხისმგებელი საქართველოსა და აშშ-ის ერთობლივი სწავლებების ჩატარებაზე. მათ შორისაა სწავლება „Noble Partner,“ რომელიც წელს მაისში პირველად ჩატარდა და მომავალ წელს გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG