Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ვიზაზე უარი უთხრა რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარეს


რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარის, ჭიდაობის საერთაშორისო ოლიმპიურ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირის განცხადებით, მას აშშ-მა უარი უთხრა ქვეყანაში შესასვლელ ვიზაზე, რათა ნევადაში, ლას ვეგასში, 2015 წლის ჩემპიონატს დასწრებოდა. ამის თაობაზე იტყობინება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირადი მეგობარი, ამავე დროს ჭიდაობის საერთაშორისო სამყაროს ვიცე-პრეზიდენტი, და ჭიდაობის სახეობათა გაერთიანების საერთაშორისო ფედერაციის ბიუროს წევრი, მიხაილ მამიაშვილი. მამიაშვილის თანახმად, აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელს მისთვის განმარტება მიზეზის შესახებ არ მიუცია. რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გეორგი ბრიუსოვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული. უკრაინაში, ქართულ ოჯახში დაბადებული მამიაშვილი, ჭიდაობის საერთაშორისო სივრცეში დაპირისპირების ცენტრში ადრეც მოხვედრილა. 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მას ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს წევრმა, პელე სვენსონმა ბრალად დასდო, რომ რუსეთის წარმომადგენლის მონაწილეობით საფინალო შერკინებისას ის მსაჯს მინიშნებებს აძლევდა. სვენსონის თქმით, მან მამიაშვილს უთხრა, რომ ის წესებს არღვევდა. მამიაშვილმა უპასუხა, ამას შეიძლება შენი სიკვდილი მოჰყვესო. სვენსონმა შემდგომ გამოიკვლია, რომ შეჯიბრის რუმინელი მსაჯი მოქრთამული იყო.

XS
SM
MD
LG