Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმეტ დავუთოღლუ: PKK -ს აღვგვით პირისაგან მიწისა


თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ პირობა დადო, რომ „პირისაგან მიწისა აღგვის“ექსტრემისტულ PKK-ს პარტიას, რომლის მებრძოლებმაც გასულ კვირაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 16 თურქი სამხედრო დახოცეს. პრემიერ-მინისტრის 7 სექტემბრის სატელევიზო მიმართვის პარალელურად, თურქეთის არმიის ხელმძღვანელობამ გაავრცელა განცხადება, რომ სამხედრო ძალებმა 23 სამიზნე დაბომბეს ერაყის საზღვართან, სადაც აკრძალული ორგანიზაცია თურქეთის მუშათა პარტიის ბაზებია განლაგებული. ამ იერიშების ფონია წუხელ თურქეთის არმიის პატრულზე ჰაკარის პროვინციის იუკსეკოვას ოლქში მომხდარი თავდასხმა, რასაც 16 თურქი სამხედრო შეეწირა.

XS
SM
MD
LG