Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის თანახმად „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში მდოგვის გაზი გამოიყენა


გერმანიის საგარეო დაზვერვის უწყებამ, BND-მ მოიპოვა მტკიცებულებები, რომელიც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ერაყში მდოგვის გაზის გამოყენებას ადასტურებს. აღნიშნული ცნობა ყოველდღიურ გაზეთ „ბილდის“ 7 სექტემბრის ნომერშია გამოქვეყნებული, სადაც მოყვანილია დაზვერვის ხელმძღვანელის გერჰარდ შინდლერის ციტატა, რომელშიც ნათქვამია, რომ ექსტრემისტებმა აღნიშული კატეგორიის მომწამლავი გაზი „ჩრდილოეთ ერაყში“ გამოიყენეს. ჯერჯერობით გაურკვეველია, ექსტრემისტებმა ქიმიური ნივთიერება სადამ ჰუსეინის მიერ დატოვებული საცავებიდან აიღეს, თუ თავად დაამზადეს კუსტარულად მოსულის უნივერსიტეტში, რომელსაც ექსტრემისტები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG