Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკოს ოპონენტი ბელორუსიის საზღვარზე დააკავეს


ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ალეს მიხალევიჩი ლიტვა-ბელორუსიის საზღვარზე მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიტიკოსი ჩეხეთში ხანგრძლივი დევნილობის შემდეგ 8 სექტემბერს ვილნიუსის გავლით მატარებლით ბრუნდებოდა მინსკში. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა მიხალევიჩმა, იგი სამშობლოში თავის ოჯახთან დაბრუნებას ცდილობდა, რადგან ჩათვალა, რომ ამისათვის „ხელსაყრელი დრო დადგა“. მიხალევიჩი სხვა პრეზიდენტობის კანდიდატებთან ერთად ბელორუსიის პოლიციამ 2010 წლის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისა და მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრა. 2011 წელს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ალეს მიხალევიჩმა აღიარა, რომ საპატიმროში იგი აწამეს უშიშროების თანამშრომლებმა. ბელორუსიის პროკურატურამ ძებნილთა სიაში შეიყვანა მიხალევიჩი, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

XS
SM
MD
LG