Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი: რუსი სამხედრო ექსპერტები „სირიაში არიან“


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ რუსი სამხედრო ექსპერტები სირიაში იმყოფებიან. სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ 9 სექტემბერს განაცხადა, რომ ექსპერტები დახმარებას უწევენ სირიაში რუსეთის იარაღის ჩატანის პროცესს - რომელიც, მოსკოვის თქმით, ტერორიზმთან ბრძოლაზეა მიმართული. ზახაროვამ ნეგატიურად შეაფასა აშშ-ის თხოვნა საბერძნეთის და ბულგარეთის მიმართ, რომ მათ დახურონ თავიანთი საჰაერო სივრცე სირიისკენ რუსეთის რეისებისთვის. ამ გამოსვლამდე ერთი დღით ადრე ვაშინგტონმა განაცხადა, რომ „შეშფოთებულია ცნობებით, თითქოს რუსეთმა სირიაში განათავსა დამატებითი სამხედროები და ავიაცია“. თეთრი სახლის პრესმდივანი, ჯოშ ერნესტი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ სირიაში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას შესაძლოა მოჰყვეს „კონფრონტაცია“ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციასთან, რომელიც საჰაერო დარტყმებს ახორციელებს ექსტრემისტული ჯგუფის, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG