Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა პეტიციამ სააკაშვილის უკრაინის პრემიერად დანიშვნის შესახებ


საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა უკრაინაში მოაგროვეს 26,000-ზე მეტი ხელმოწერა პეტიციაზე, რომელიც ითხოვს მის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. თავად სააკაშვილს, რომელიც მაისიდან ხელმძღვანელობს უკრაინაში ოდესის რეგიონს, ნათქვამი აქვს, რომ საკუთარ თავს ვერ ხედავს პრემიერის პოსტზე. საინტერნეტო პეტიციების სისტემა აგვისტოში შემოიღო პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. ამ სისტემის თანახმად, ნებისმიერი პეტიცია, რომელიც სამ თვეში ან ნაკლებ დროში მოიპოვებს სულ მცირე 25,000 მხარდამჭერს, უნდა განხილულ იქნეს პრეზიდენტის მიერ. სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მოთხოვნით პეტიცია 3 სექტემბერს შეიტანეს ოფიციალურად. ამავე დღეს უკრაინის სატელევიზიო ქსელმა მეხუთე არხმა, რომელიც პოროშენკოს ეკუთვნის, გადასცა ინტერვიუ სააკაშვილთან, რომელმაც მწვავედ გააკრიტიკა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენიუკის რეფორმები. იაცენიუკმა ასევე მწვავედ უპასუხა სააკაშვილს 4 სექტემბერს გამართულ სამთავრობო შეხვედრაზე და სააკაშვილის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას უწოდა „შეცდომაში შემყვანი ბრალდებები.“

XS
SM
MD
LG