Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის ოპოზიციამ საპროტესტო აქცია მოაწყო მინსკში


ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ციხიდან წინა თვეში განთავისუფლებულმა მიხაილ სტატკევიჩმა არასანქციერებული საპროტესტო აქცია მოაწყო მინსკში. მიუხედავად იმისა, რომ სტატკევიჩი საპატიმროდან ცოტა ხნის წინ გაანთავისუფლეს და არსებობდა რეალური საფრთხე, რომ მას არასანქცირებული მიტინგის გამართვის გამო დააკავებდნენ, - რამდენიმე ასი კაცისაგან შემდგარმა აქციამ მინსკში მშვიდად ჩაიარა, სტატკევიჩმა მოუწოდა შეკრებილებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა 11 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ბელორუსიის დედაქალაქში გამრთულ მიტინგში მონაწილეობდნენ ასევე ცნობილი ოპოზიციონრები ანატოლი ლებედკო და ვლადიმირ ნეკლიაევი.

XS
SM
MD
LG