Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო არ გაუწევს მეთვალყურეობას აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებს


ეუთო აცხადებს, რომ არ გაუწევს მეთვალყურეობას აზერბაიჯანში ნოემბრისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს ამ ქვეყნის მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო. არჩევნები 1 ნოემბერს გაიმართება. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მეთვალყურეთა რაოდენობის შეზღუდვა შეუძლებელს ხდის არჩევნებზე მეთვალყურეობის ამოცანის ეფექტიანად და დამაჯერებლად შესრულებას. აზერბაიჯანის ხელისუფლება ჯერ არ გამოხმაურებია ამ განცხადებას. ეუთოში აზერბაიჯანის მუდმივმოქმედმა მისიამ აგვისტოში გამოაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის მიიღოს ეუთოს მხოლოდ ექვსი გრძელვადიანი და 125-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი ნაცვლად, შესაბამისად, 30 და 350 დამკვირვებლისა.

XS
SM
MD
LG