Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში დემონსტრანტები მოითხოვენ პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას


კიშინიოვში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს დემონსტრაციაში პრეზიდენტ ნიკოლაე ტიმოფტისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. პროტესტის მიზეზია საბანკო სკანდალი, რომელიც მილიარდამდე დოლარის გაუჩინარებას მოჰყვა. დემონსტრანტები ასევე მოითხოვენ მარტში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. აქციის ორგანიზატორმა, "ღირსებისა და სიმართლის სამოქალაქო მოძრაობამ" 6 სექტემბერსაც გამართა დემონსტრაცია, რომელზეც ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. მთელი კვირაა, ასობით აქტივისტი რჩება კიშინიოვის ცენტრალურ მოედანზე აღმართულ კარვებში და არ აპირებს დაშლას მათი მოთხოვნების შესრულებამდე.

XS
SM
MD
LG