Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არჩევნების წინასწარი შედეგები მიუთითებს ოპოზიციის მარცხზე


რუსეთში ელოდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რეგიონული არჩევნების ოფიციალურ შედეგებს. პარალელურად, ამ ეტაპისთვის გავრცელებული ინფორმაცია მოწმობს, რომ შედეგი წამგებიანი იქნება ოპოზიციისთვის. წინასწარი შედეგების თანახმად, მმართველმა ძალამ, პარტია ერთიანმა რუსეთმა მთელ ქვეყანაში გაიმარჯვა და კომუნისტურმა პარტიამ, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ და სამართლიანმა რუსეთმაც მოიპოვეს მანდატები ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებში. კოსტრომის რეგიონის გარდა, არჩევნებიდან გამოთიშული იყო ოპოზიციური ძალა, რომელსაც სათავეში პარტია პარნასი უდგას. წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციამ ვერ შესძლო მიზნის მიღწევა და გაღარიბებული რეგიონის სათათბიროში მანდატების მოპოვება. კოსტრომის რეგიონული საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ, წინასწარი შედეგებით, პარნასმა მხოლოდ ხმათა 1,98 პროცენტი მიიღო, ერთიანმა რუსეთმა კი 52 პროცენტზე მეტი. საბოლოო შედეგები 14 სექტემბერს მოგვიანებით უნდა გამოცხადდეს.

XS
SM
MD
LG