Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლის მეურნეობის მინისტრი კრიტიკულად აფასებს ყურძნის სუბსიდირებას


საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისიტრ ოთარ დანელიას სწორად არ მიაჩნია სუბსიდირება. ამის შესახებ მან 15 სექტემბერს განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმმართველობების და აგარარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. დანელიას თქმით, მთავრობა წელს არ გეგმავდა ყურძნის სუბსიდირებას, მაგრამ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შექმნილი ვითარების გამო ღვინოზე მოთხოვნის შემცირებასთან დაკავშირებით მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. სახელმწიფო 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 35 თეთრის, ხოლო 1 კგ საფერავზე15 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. დანელის ინფორმაციით, მოსავლიანობა წელს 30%-ით არის მომატებული. „ჩვენ დაახლოებით 200 ათას ტონამდე მოსავალს ველოდებით მარტო მიმდინარე წელს. ამიტომ ჩვენ, გავაანალიზეთ რა, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ჭარბი მოსავალი, ჭარბი ყურძენი, ჩვენ მოვემზადეთ ამისათვის, ხელშეკრულება გავაფორმეთ 20-ზე მეტი ქარხანასთან, სადაც სახელმწიფო მზად არის, ჭარბი ყურძნის შემთხვევაში, ალტერნატიულ ფასად - 60 თეთრად თეთრი, 85 თეთად შავი ყურძენი ჩაიბაროს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. პარლამენტში მისი გამოსვლის ფონია მევენახეების საპროტესტო გამოსვლები ყურძნის სუბსიდირების გაზრდის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG