Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს უგულავას გათავისუფლების საკითხზე


თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატის შუამდგომლობაზე, რომლითაც დაცვის მხარე ითხოვს უგულავას გათავისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე . ადვოკატებმა 17 სექტემბერს მიმართეს სასამართლოს შუამდგომლობის განხილვის მოთხოვნით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 სექტემბერს ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიგი უგულავას სარჩელი, რომელიც მის წინასწარ პატიმრობას ეხებოდა. სასამართლომ მიუთითა, რომ საკნონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრებდა, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციითაა ნებადართული, რაც ხელყოფს ბრალდებულის კონსტიტუციით დაცულ უფლებას.

XS
SM
MD
LG