Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ყოფილი მერი პატიმრობიდან გაათავისუფლეს


პატიმრობიდან გაათავისუფლეს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. გადაწყვეტილება გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარებულ პროცესზე. უგულავას დაცვა მის გათავისუფლებას ითხოვდა საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე. ადვოკატებმა 17 სექტემბერს მიმართეს სასამართლოს შუამდგომლობის განხილვის მოთხოვნით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 სექტემბერს ნაწილობრივ დააკმაყოფილა უგულავას სარჩელი, რომელიც მის წინასწარ პატიმრობას ეხებოდა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა და დაადგინა, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს, გიგი უგულავამ კი წინასწარ პატიმრობაში 14 თვეზე მეტი დაყო.

XS
SM
MD
LG