Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლო გამოაცხადებს განაჩენს გიგი უგულავას საქმეზე


18 სექტემბრის 22:00 საათიდან მოელიან თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს გიგი უგულავას საქმეზე. რიყის გასხვისებისა და "თბილსერვისის" საქმეებზე გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე. ამასთან, ვერდიქტი გამოცხადდება ბრალდებულის, გიგი უგულავას დასკვნითი სიტყვის გარეშე. 17 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად იქცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 16 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტის წინააღმდეგ გიგი უგულავას სარჩელზე, რომელიც წინასწარი პატიმრობის ცხრათვიან ვადას შეეხებოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ უგულავას მიერ გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმა იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციითაა ნებადართული, რაც ხელყოფს ბრალდებულის კონსტიტუციით დაცულ უფლებას.

XS
SM
MD
LG