Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი მხარს უჭერს ბელორუსიაში რუსეთის სამხედრო საჰაერო ბაზის შექმნას


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, მხარი დაუჭირა ბელორუსიაში რუსეთის სამხედრო საჰაერო ბაზის შექმნის იდეას. ეს ერთ-ერთი ბოლო ინიციატივაა, რომელიც უცხოეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაზრდას უკავშირდება. პუტინმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს მთავრობის წინადადებას ხელი მოეწეროს ბაზის შექმნაზე შეთანხმებას და განკარგულება გასცა, თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მოილაპარაკონ ბელორუსიის მთავრობასთან. მოელიან, რომ გეგმას დიდი წინააღმდეგობა არ შეხვდება. რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბაზაზე ბელორუსიაში „სუ-27-ის“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს განათავსებენ. რუსეთს ბელორუსიაში ორი სამხედრო ობიექტი აქვს, სარადარო სადგური და წყალქვეშა ნავების საკომუნიკაციო ცენტრი. ეს საბჭოთა პერიოდის შემდეგ პირველი სრულყოფილი სამხედრო ბაზა იქნება.

XS
SM
MD
LG