Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხადური მოელის ლარის გაცვლითი კურსის „საშუალოვადიან პერიოდში“ გამყარებას


საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ „საშუალოვადიან პერიოდში“ მოსალოდნელია ლარის გაცვლითი კურსის გამყარება. „გაცვლით კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები სრულად ამოწურულია. ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას“, - განაცხადა ხადურმა თბილისში. მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობის ეროვნულ ბანკთან. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2.4491-ს. ლარი დოლართან მიმართებაში ბოლო ცხრა თვეა ინტენსიურად უფასურდება.

XS
SM
MD
LG