Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სავჩენკოს სასამართლო პროცესი იწყება


22 სექტემბერს რუსეთის სასამართლო უკრაინელი მფრინავი ქალის ნადია სავჩენკოს საქმის განხილვას იწყებს. სავჩენკო, რომელიც უკრაინის პარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატია, შარშან ივლისში დააკავეს უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით. სავჩენკო ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე შეიპყრეს და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს რუსეთში. იზოლატორში მან ორჯერ გამოაცხადა შიმშილობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სავჩენკოს 25 წლით პატიმრობა ემუქრება.

XS
SM
MD
LG