Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა მეჩეთის გახსნისას დაგმო "ისლამური სახელმწიფო"


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დაგმო ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტები მოსკოვში საკათედრო მეჩეთის გახსნისას. ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები სახელს უტეხენ უდიდეს გლობალურ რელიგიას, ავრცელებნ სიძულვილს, ხოცავენ ხალხს, მათ შორის სასულიერო პირებს, ბარბაროსულად ანადგურებენ კულტურულ მემკვიდრეობის ადგილებს. მისი თქმით, მოსკოვის მეჩეთი განავლების, ჰუმანისტური იდეების და ისლამის ჭეშმარიტი ფასეულობების წყარო იქნება. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოანი და პალესტინელთა თვითმმართველობის ლიდერი მაჰმუდ აბასი, ჩავიდნენ მოსკოვში ახალი საკათედრო მეჩეთის გახსნაზე დასასწრებად. ცერემონიას ესწრებიან რუსეთის პრეზიდენტთან ერთად, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ ტეფტი. ერდოანი, რომელიც სიტყვით გამოდის გახსნის ცერემონიაზე, რუსეთის პრეზიდენტს ხვდება. ახალი მეჩეთი აიგო ძველი მეჩეთის ადგილას. ახალი შენობა ათი ათას მლოცველს დაიტევს. ის სიდიდით რუსეთის მესამე მეჩეთი იქნება მაჰაჭყალის და გროზნოს მეჩეთების შემდეგ. ისლამს რუსეთში დაახლოებით 15-23 მილიონი ადამიანი მისდევს.

XS
SM
MD
LG