Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი, ბრიტანეთი და ნატო შეშფოთებული არიან სირიაში რუსეთის მოქმედებით


საფრანგეთი, ბრიტანეთი და ნატო აცხადებენ, რომ შეშფოთებული არიან სირიაში რუსეთის სამხედრო ძალების „ძალიან მნიშვნელოვნად“ მატებით. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა მოუწოდა მოსკოვს, განმარტოს სირიაში სამხედრო ძალების ზრდა. როგორც ლე დრიანმა აღნიშნა 24 სექტემბერს პარიზში ბრიტანელ კოლეგა მაიკლ ფელონთან შეხვედრისას, თუ მოსკოვის მთავარი მიზანია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დაცვა, მაშინ ეს უნდა თქვას კიდეც. ხოლო მაიკლ ფელონმა გამოთქვა შეფასება, რომ სირიაში რუსეთის სამხედრო გააქტიურება „მხოლოდ გაართულებს უკვე ისედაც ძალიან რთულ და მძიმე ვითარებას“. სირიაში მოსკოვის ნაბიჯებით შეშფოთება გამოთქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც. ეს გამოხმაურება მოჰყვა რუსეთის განცხადებას, რომ მიმდინარე თვეში და ოქტომბერში სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. რუსეთი არის სირიის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე ბოლო ოთხი წელი მიმდინარე სამოქალაქო ომში, რომელმაც 250 ათასამდე ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG