Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში განახლდება მოლაპარაკებები უკრაინისთვის გაზის მიწოდების აღდგენაზე


რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, რუსეთის, უკრაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლები განაახლებენ მოლაპარაკებებს უკრაინისთვის რუსეთის გაზის მიწოდების აღდგენაზე. ალექსანდრ ნოვაკმა 24 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები მეორე დღეს ბრიუსელში დაიწყებოდა: „საბოლოოდ შევათანხმებთ პროტოკოლის ტექსტს“, - განაცხადა ნოვაკმა. ივლისში რუსეთის კომპანია „გაზპრომმა“ შეაჩერა უკრაინისთვის გაზის მიწოდება მას შემდეგ, რაც მოსკოვსა და კიევს შორის გაზზე მოლაპარაკებები ჩაიშალა.

XS
SM
MD
LG