Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი აცხადებს, რომ უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობს რუსეთთან, ირანთან და სირიასთან


ერაყის სამხედრო სტრუქტურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან მომავალ საფრთხესთან გასამკლავებლად თანამშრომლობენ რუსეთთან, ირანთან და სირიასთან. ერაყის გაერთიანებულმა შტაბმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევის ფონი იყო მოსკოვის „მზარდი შეშფოთება“ რუსეთიდან წასული ათასობით ტერორისტის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანების შემდეგ დანაშაულთა ჩადენის შესახებ. ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის, იბრაჰიმ ალ-ჯააფარის მიერ ერთი დღით ადრე ნათქვამ სიტყვებთან, რომ მისი ქვეყანა არ სარგებლობდა რუსეთის სამხედრო მრჩევლების დახმარებით. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთმა ბოლო კვირებში გააძლიერა სირიაში სამხედრო მონაწილეობა და პარალელურად გამოდის მოთხოვნით დამასკი ჩართონ „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო საერთაშორისო ძალისხმევაში. ვაშინგტონი უარყოფს ამ მოთხოვნას. ბევრი კრიტიკოსი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდებს უფრო გადამწყვეტად იმოქმედოს ახლო აღმოსავლეთთან, განსაკუთრებით სირიის კონფლიქტთან მიმართებით. კრიტიკოსები თვლიან, რომ აშშ-ის მხრიდან მკაფიო პოლიტიკის გაუტარებლობამ „ისლამურ სახელმწიფოს“ გაფართოების საშუალება მისცა.

XS
SM
MD
LG