Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ძალებმა წამოიწყეს თალიბების წინააღმდეგ კონტროპერაცია


"ბი-ბი-სის" ცნობით, ავღანეთის ძალებმა დაიწყეს ქალაქ ყუნდუზის დაბრუნების ოპერაცია. ყუნდუზი ორშაბათს მთლიანად დაიკავა „თალიბანმა“. პოლიციის წარმომადგენელ საიდ სარვარ ჰოსინის ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა გაწმინდეს ცენტრალური ციხის არეალი და პოლიციის შტაბბინა. წინა დღეს სამხედროებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა აეროპორტისკენ დაიხიეს მას შემდეგ, რაც თალიბებმა ქალაქი აიღეს და ასობით ადამიანი გაუშვეს ციხიდან. თავდასხმა დაემთხვა აშრაფ ღანის პრეზიდენტობის ერთ წლისთავს.

XS
SM
MD
LG