Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის პრეზიდენტი ირანს ადანაშაულებს იემენის განადგურების მცდელობაში


იემენის პრეზიდენტი აბდ-რაბუ მანსურ ჰადი ირანს ადანაშაულებს იემენის განადგურების მცდელობაში, რადგან შიიტი მეამბოხეები თეირანის დახმარებით ებრძვიან მთავრობის ჯარებს. იემენის პრეზიდენტი ამ ბრალდებით გამოვიდა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე. პრეზიდენტი ჰადი გასულ კვირაში დაბრუნდა სამშობლოში საუდის არაბეთიდან - ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც შიიტმა მეამბოხე ჰუთიტებმა დაიპყრეს იემენის ტერიტორიის დიდი ნაწილი. ჰადიმ ძალაუფლების შენარჩუნება შეძლო მხოლოდ არაბული სახელმწიფოების კოალიციის დახმარებით. კოალიცია, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, ბომბავს იემენში ჰუთიტების პოზიციებს და ბლოკავს ნავსადგურებს, რათა შიიტმა მეამბოხეებმა ვერ შეძლონ ირანისაგან იარაღის მიღება. იემენის პრეზიდენტმა ჰუთიტები დაადანაშაულა ჰუმანიტარულ კრიზისში. გაეროს მონაცემებით, მოსახლეობის 80%-ზე მეტი შიმშილობს და სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

XS
SM
MD
LG