Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და სირიის ოპოზიცია რუსეთის საავიაციო იერიშების სიზუსტეს აკრიტიკებენ


მოსალოდნელია, რომ აშშ-ისა და რუსი სამხედრო ექსპერტები სულ მალე გამართავენ მოლაპარაკებებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემთხვევითი შეტაკებები სირიაში. ამის შესახებ განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომლებიც 30 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მსვლელობის დროს შეხვდნენ ერთმანეთს. კერის თქმით, ასეთი კონსულტაციები, შესაძლოა, 1 ოქტომბერს გაიმართოს. რუსეთის და აშშ-ის სარდლობით მოქმედი კოალიციის სამხედრო ძალების შემთხვევითი შეტაკებების რისკი მას შემდეგ გაიზარდა სირიაში, რაც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ავიაციამ 30 სექტემბერს პირველი იერიში განახორციელა. რუსეთმა განაცხადა, რომ იერიშის სამიზნე იყო ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტები, აშშ-ის ხელისუფლება და სირიის ოპოზიცია კი აცხადებენ, რომ იმ არეალს არ აკონტროლებს "ისლამური სახელმწიფო".

XS
SM
MD
LG