Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში შეხვედრებს განაგრძობს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი


ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. მან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის საკითხები განიხილა ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორატების ხელმძღვანელებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპელ დიპლომატებს გააცნო საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე არ უნდა იმოქმედოს ევროპაში დღეს არსებულმა მიგრაციის კრიზისმა. „ამ საკითხისადმი ევროპელი დიპლომატების მხრიდან იყო ერთგვაროვანი დამოკიდებულება, რაც გვაძლევს იმედს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისადმი ევროკავშირის დედაქალაქებიდან იქნება დადებითი რეაქციები უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG