Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელფასის გაზრდას ითხოვენ კომპანია „ენერგოპრო ჯორჯიის“ თანამშრომლები


ხელფასის 30%-ით გაზრდას მოითხოვენ კომპანია „ენერგოპრო ჯორჯიის“ თანამშრომლები. მათი საპროტესტო აქცია საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირების ორგანიზებით გაიმართა თბილისში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობასთან. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ეროვნულ კომისიას პროფკავშირმა ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებამდე რამდენჯერმე მიმართა თხოვნით, რომ ტარიფის განსაზღვრისას წელსვე გაეთვალისწინებინა საოპერაციო ხარჯებში სახელფასო ფონდის 30%-იანი ზრდა. პროფკავშირების წარმომადგენლთა განმარტებით, მათ მოთხოვნას განაპირობებს დასაქმებულთა დაბალი ხელფასი, რომელიც 300-დან 500 ლარამდეა, ასევე - ინფლაცია და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება შესაბამისი ანაზღაურების გარეშე.

XS
SM
MD
LG