Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის არმიის შესვლის შემდეგ ყუნდუზში თალიბი მებრძოლები რჩებიან


ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ყუნდუზში, რომლის დიდი ნაწილი ამ ქვეყნის არმიამ დაიბრუნა, კვლავ რჩებიან თალიბი მებრძოლები. მოქალაქეთა თქმით, ისინი სახლებს აფარებენ თავს და იქიდან ებრძვიან ჯარისკაცებს. ყუნდუზის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰამბულა დანიშმა ქალაქში ვითარება შეაფასა "მშვიდად" და თქვა, რომ დიდი ბრძოლები აღარ მიმდინარეობს. მან აღიარა, რომ თალიბანი მთლიანად განდევნილი არ არის ქალაქიდან. ავღანეთის არმიამ პირველ ოქტომბერს კვლავ დაიკავა ქალაქი, რომელზეც თალიბანმა დააწესა კონტროლი 28 სექტემბერს. ამნესტი ინტერნეშენელმა პირველ ოქტომბერს დაგმო თალიბანის „ტერორი“ ყუნდუზში, ეყრდნობოდა რა თვითმხილველების ცნობებს მასობრივი მკვლელობების, გაუპატიურების და სახლებში დამსჯელი ჯგუფების მიერ მოწყობილი ჩხრეკების შესახებ. პირველ ოქტომბერს თალიბანმა დაიკავა ვარდუშის ოლქი ბადახშანის პროვინციაში. ავღანეთიდან მიღებული კიდევ ერთი ცნობით, აშშ-ის სატრასპორტო თვითმფრინავმა ავარია განიცადა ჯალალაბადის აეროდრომზე, რასაც 11 ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ის არმიამ ინციდენტი შეაფასა როგორც შემთხვევა და უარყო თალიბანის მტკიცება, რომ მან ჩამოაგდო თვითმფრინვი.

XS
SM
MD
LG