Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ სერიოზულად დაასუსტა სირიაში ტერორისტების პოზიციები


თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიაში რუსეთის მიერ სამი დღის წინათ დაწყებულ საჰაერო კამპანიას „კატასტროფის რეცეპტი“ უწოდა. ობამას თქმით, სირიაში რუსეთის ოპერაციის მიზანია ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა და რომ მოსკოვის ეს გადაწყვეტილება კონტრაპროდუქტიული იქნება. აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს ბრალი დასდო, რომ სამდღიანი საჰაერო კამპანიის განმავლობაში იერიშების სამიზნეები იყო ზომიერი მეამბოხეების პოზიციები და არა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“. რუსეთის თვალსაზრისით, ისინი ყველანი ტერორისტები არიან და ეს კატასტროფის რეცეპტიაო, დასძინა პრეზიდენტმა. რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის განცხადებით, უკანასკნელი სამი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ავიაციამ სირიაში 60-ზე მეტი ობიექტი დაბომბა და სერიოზულად დაასუსტა ტერორისტების პოზიციები.

XS
SM
MD
LG