Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა


ყირგიზეთში დაიხურა საარჩევნო უბნები და ვრცელდება წინასწარი მონაცემები 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებზე. ცენტრალური საარჩევნო კომისია 1,1 მილიონამდე ხმის დათვლის საფუძველზე აცხადებს, რომ 26%-ით ლიდერობს სოციალ-დემოკრატიული პარტია, მას 21%-ით მოჰყვება რესპუბლიკა ატა-იურტის (მამულის) პარტია, შემდეგია ყირგიზეთის პარტია 9%-ით. საარჩევნო კომისიის ცნობითვე, ადგილობრივი დროით 20 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ელექტორატის 45,7%-ს. ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაკეთდა რამდენიმე განცხადება, რომ ზოგი პარტია ამომრჩევლების მოსყიდვას შეეცადა, თუმცა ადგილობრივი დამკვირვებლები ამბობენ, რომ არ მიუღიათ ინფორმაცია „ძალიან სერიოზულ დარღვევებზე“.

XS
SM
MD
LG