Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო გმობს რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას


ნატო გმობს რუსეთის შეჭრას თურქეთის საჰაერო სივრცეში და აცხადებს, რომ ასეთი მოქმედება „სახიფათო“ და „უპასუხისმგებლოა“. ანკარის ცნობით, თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავები ცაში აიჭრნენ მას შემდეგ, რაც რუსეთის ავიაგამანადგურებელმა 3 ოქტომბერს დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე. ანკარა აცხადებს ასევე, რომ 4 ოქტომბერს თურქეთის სამხედრო თვითმფრინავები საზღვარზე პატრულირებისას „შეავიწროვა“ დაუდგენელმა საფრენმა აპარატმა. 5 ოქტომბერს გამართული საგანგებო სხდომის შემდეგ, ნატომ განაცხადა, რომ „მოკავშირეები გადაჭრით აპროტესტებენ თურქეთის სუვერენული საჰაერო სივრცის დარღვევას და გმობენ ნატოს საჰაერო სივრცეში შეჭრის შემთხვევებს“. ამავე დროს ალიანსი მოსკოვისაგან მოითხოვს სირიაში ოპოზიციონერებისა და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ საავიაციო იერიშების შეწყვეტას.

XS
SM
MD
LG