Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალური მოძრაობა ითხოვს ვადამდელ არჩევნებს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს მთავრობის გადაყენებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, და ამ მოთხოვნების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს პოლიტიკურ ძალებთან. პარტიის ლიდერებმა ამ შინაარსის განცხადებები გააკეთეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართულ აქციაზე. პარტიის ერთი-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილი გამოსავალს ხედავს საზოგადოებრივი ძალების ჩახშობასა და იმ პირების დაკავებაში, რომლებიც პროტესტს გამთქვამენ. ბოკერია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევს შექმნილი ვითარებიდან. ივანიშვილის სახლთან გამართულ აქციაზე აქტივისტებმა გააპროტესტეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ლორთქიფანიძის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს. ისინი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წევრები არიან. ინციდენტი 2 ოქტომბერს მოხდა ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.

XS
SM
MD
LG