Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები: აქციის მონაწილეებისთვის პატიმრობის შეფარდება კანონის შერჩევითად გამოყენების შემთხვევაა


საქართველოში მოქმედი რამდენიმე ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც „კანონის და სახელმწიფო ინსტიტუტების შერჩევითად და არაპროპორციულად გამოყენების“ შემთხვევად აფასებს წინასწარი პატიმრობის შეფარდებას რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებისათვის, დეპუტატის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდების საფუძველზე. განცხადებაში ვკითხულობთ: „ბუნებრივია, ძალადობა ნებისმიერი პირის წინააღმდეგ წარმოადგენს სამართალდარღვევას და სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულება, მოახდინონ რეაგირება ამგვარ შემთხვევებზე, თუმცა რეაგირება არ უნდა მოხდეს შერჩევითად და დარღვევის არაპროპორციულად - სახელმწიფოს რეაგირება სამართალდარღვევის იდენტურ ფაქტებზე ერთმანეთის მსგავსი უნდა იყოს. ზემოხსენებული პირების დაკავება და მათ მიმართ გამოყენებული ზომები წარმოადგენს შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითს, რაც ვფიქრობთ, პოლიტიკური ქვეტექსტითაა ნაკარნახევი“. განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS, მედიის განვითარების ფონდი MDF, ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი - საქართველო BBSA - Georgia, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA, იდენტობა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო TI Georgia, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI, კავშირი საფარი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC.

XS
SM
MD
LG