Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ავიაიერიშები განახორციელა სირიის ჯარების სახმელეთო ოპერაციის მხარდასაჭერად


რუსეთმა წუხელ საჰაერო იერიშები განახორციელა სირიაში, ამ ქვეყნის მთავრობის ჯარების სახმელეთო ოპერაციებთან კოორდინირებით. იერიშები მიმართული იყო დასავლეთ სირიაში მეამბოხეების, სულ ცოტა, ოთხი პოზიციის წინააღმდეგ. ბრიტანეთში დაფუძნებული "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია" დღეს გავრცელებული ცნობით იუწყება, რომ რუსეთის ავიაგამანადგურებლებმა „ინტენსიური“ იერიშები განახორციელეს სირიის ორ პროვინციაში: ჰამაში და იდლიბში. უფლებადამცველ ორგანიზაციას, მისივე განცხადებით, ჯერ არ მოეპოვება ინფორმაცია იერიშების მსხვერპლზე. სირიელი მეამბოხეები, თურქეთი და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა რუსეთს ბრალად დებენ, რომ თავს ესხმის ოპოზიციის ყველა ძალას, ზომიერი და ისლამისტი მეამბოხეების ჩათვლით და არა მარტო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“, რომლის წინააღმდეგაც იბრძვის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია.

XS
SM
MD
LG