Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და სირიამ დაიწყეს პირველი ერთობლივი სამხედრო ოპერაცია


რუსეთმა და სირიამ პირველი შეთანხმებული სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, 7 ოქტომბერს კასპიის ზღვაში განთავსებული სამხედრო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს დასავლეთ სირიაში მყოფ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“. ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის საჰაერო იერიშები შეთანხმებული იქნება სირიის მთავრობის სახმელეთო საბრძოლო მოქმედებებთან, რაც მის ეფექტურობას შეუწყობს ხელს. ბრიტანეთში მყოფი სირიელი ადამიანის უფლებათა დამცველი აცხადებს, რომ რუსეთმა ცეცხლი გახსნა ჰამასისა და ილდიბის პროვინციაში. დამკვირვებლები ამბობენ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აჯანყებულების წინააღმდეგ საჰაერო შეტევა სახმელეთო შეტევების პარალელურად მიმდინარეობდა.

XS
SM
MD
LG