Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს


"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" და "სამართლიანი არჩევნები" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით არაერთი რეფორმის დაგეგმვის და განხორციელების მიუხედავად, რჩება უმნიშვნელოვანესი გამოწვევები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე. გამოწვევებს შორისაა ისეთი საკითები, როგორიცაა საარჩევნო რეფორმა, მედია გარემო, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები.

XS
SM
MD
LG