Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქობულეთში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები


ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ადიდებული მდინარე აჭყვის კალაპოტიდან გადმოსვლამ პრობლემები შეუქმნა ქობულეთის მოსახლეობას. დატბორილია ჯავახიშვილის უბანი, ავტოსადგურის და ბაზრის ტერიტორიები, გელოურის დასახლება, საავადმყოფოს უბანი. როგორც "ინტერპრესნიუსი" ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს, მათ ვერ შეძლეს სახლების პირველ სართულზე არსებული ტექნიკისა და ავეჯის გადარჩენა, რადგან წყლის სიმაღლე დაახლოებით 40 სმ-ს აღწევდა. მოსახლეობა ასევე ამბობს, რომ დატბორილია ბაზრისა და ავტოსადგურის გარშემო არსებული მაღაზიები და კომერციული ფართები. შეფერხებულია ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით მოძრაობა, მძიმე ტექნიკა გზებზე ჩარჩენილი ავტომობილების გაყვანას ცდილობს.

XS
SM
MD
LG