Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში კოალიციამ ორი ავიაიერიში მიიტანა საქორწილო წვეულებაზე


კოალიციის ავიაციამ, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით, ორი ავიაიერიში მიიტანა იემენში საქორწილო წვეულებაზე. უკანასკნელი მონაცემებით, დაღუპულია 13, ხოლო ათობით ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ინციდენტი მოხდა ქალაქ სანბანში, დედაქალაქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. თვითმხილველები ამბობენ, რომ ქორწილს მართავდა ერთ-ერთი ტომის ლიდერი, რომელიც მხარს უჭერს მეამბოხე ჰუთებს. კოალიციის წევრები ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. 28 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიდევ ერთ საქორწილო წვეულებზე განხორციელებულ თავდასხმას 130 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა მაშინ კოალიციის წევრებმა განაცხადეს, რომ ავიდარტყმა მათ არ განუხორციელებიათ. საერთაშორისო კოალიცია საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით იემენის ტერიტორიას მარტიდან მას შემდეგ ბომბავს, რაც ამბოხებულმა ჰუთებმა დაიკავეს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი და განდევნეს პრეზიდენტი მანსურ ჰადი.

XS
SM
MD
LG