Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ექიმები საზღვრებს გარეშე“ ავღანეთში მისიის განახლებაზე მსჯელობენ


საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ განიხილავს შესაძლებლობას კვლავ განაგრძოს საქმიანობა ავღანეთში, მას შემდეგ, რაც 3 ოქტომბერს 22 ადამიანის დაიღუპა ქალაქ ყუნდუზის საავადმყოფოზე აშშ-ის ავიაციის მიერ შეცდომით განხორციელებული შეტევის შედეგად. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კრისტოფერ სტოკსმა 8 ოქტომბერს ქაბულში განაცხადა, რომ ამ ინცინდენტის შედეგად მისია კიდევ უფრო ფრთხილად მოეკიდება პერსონალის უსაფრთოხებას და მხოლოდ მყარი გარანტიების შემდეგ გააგრძელებს საქმიანობას. 3 ოქტომბრის ინცინდენტს ცალ-ცალკე იძიებენ ავღანეთის მთავრობა, ნატო და აშშ-ის სარდლობა.

XS
SM
MD
LG